ტიბო კურტუას თქმით, მადრიდის რეალი ჯერ ჩაბი ალონსოს სტილზე ვერ გადაეწყო.
მადრიდული გუნდი მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის პირველ მატჩში ალ ჰილალს დაუზავდა (1:1), ეს ჩაბი ალონსოს დებიუტი იყო რეალის სათავეში.
„ჩაბი ალონსოს სურს გუნდს თავისი სტილი დაუნერგოს. სხვანაირად ითამშოს დაცვაში და სულ სხვანაირად - შეტევაში.
ოთხი წელი კარლო ანჩელოტის ხელმძღვანელობით ვთამაშობდით და რაღაცებს დღემდე ავტომატურად ვაკეთებთ.
ახალი მწვრთნელის მოთხოვნებზე უნდა გადმოვეწყოთ. თუმცა, ეს ოთხ დღეში ვერ მოხდება.
ვცდილობთ, ვიდეოებს ვუყუროთ, ბევრს ვლაპარაკობთ - ყველაფერი უკეთესი გახდება. პირველი მატჩიდან ბევრ რაღაცას ავითვისებთ." - აღნიშნა კურტუამ მატჩის შემდეგ.