კარლო ანჩელოტისა და ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაციას შორის მოლაპარაკებების ჩაშლის შესახებ ბოლო საათებში ბევრი რამ დაიწერა.
Relevo
ანჩელოტი ბრაზილიაში ჩაშლის პირასაა. რეალს არ სურს კარლომ კლუბი ფიფას საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატის დასრულებამდე დატოვოს.
ანჩელოტიმ ფედერაციას შეატყობინა, რომ ივნისში ვერ შეძლებს მუშაობის დაწყებას, ბრაზილიელები მოცდას არ აპირებენ.
რეალი იმედგაცრუებულია, რომ ანჩელოტი ლონდონში იყო ბრაზილიელებთან შესახვედრად კლუბის ნებართვის გარეშე, სადაც მათთან შეთანხმებას მიაღწია.
Marca
კარლო ანჩელოტისა და ბრაზილიის ნაკრებს შორის მოლაპარაკებები პარალიზებულია. მას დიდი შემოთავაზება აქვს საუდის არაბეთიდან (50 მილიონი ევრო წელიწადში), რომელსაც განიხილავს.
მოლაპარაკებების ბოლო წამს, როცა ყველაფერი შეთანხმებული იყო, ანჩელოტიმ ბრაზილიელებს უთხრა, რომ რეალს მალე ვერ დატოვებდა და მხოლოდ აგვისტოში შეძლებდა ნაკრებში მისვლას, ეს კი გარიგების ჩაშლის მიზეზი გახდა.
კარლო პირადად დაუკავშირდა ფედერაციის პრეზიდენტს და მადლობა გადაუხადა ინტერესისთვის. ის რომ ანჩელოტიმ რეალი გაწვრთას საკლუბო ჩემპიონატზე უკვე რეალური შესაძლებლობაა.
AS
ანჩელოტი-ბრაზილია ფინანსური მიზეზების გამო ჩაიშალა. კარლო რეალიდან მაინც წავა, ბრაზილიასთან გარიგება იმის გამო არ ჩაშლილა, რომ ანჩელოტი რეალში რჩება.
მადრიდში ყველაფერი გარკვეულია, ჩაბი ალონსო გუნდის შემდეგი მთავარი მწვრთნელი იქნება. ანჩელოტის უარის თქმის ერთ-ერთი მიზეზი ბრაზილიაში არსებული უსაფრთხოების პრობლემებიც გახდა.
Globo
ანჩელოტიმ რეალს უთხრა, რომ მისთვის კონტრაქტის დარჩენილი ნაწილის ანაზღაურება გადაეხადათ, რაზეც კლუბმა უარი უთხრა, რადგან ის ბრაზილიაში მიდიოდა და არა უბრალოდ თავისუფლდებოდა. ეს გარიგება პირადად ფლორენტინო პერესმა დაბლოკა.
ბრაზილიელებმა ანჩელოტისთან მოლაპარაკებები დაასრულეს, გარიგება აღარ შედგება. მათ ყურადღება ჟორჟე ჟესუსისკენ მიმართეს და ახლა ისაა ნაკრების მწვრთნელობის ფავორიტი.
ფაბრიციო რომანო
ბრაზილიელები მიიჩნევენ, რომ ანჩელოტისთან გარიგება ჩაშლილია. რეალმა დაბლოკა ანჩელოტის წასვლა. კლუბს არ სურდა, მის წასვლაში ფული გადაეხადა. ნებისმიერ შემთხვევაში, კარლო რეალს მაინც დატოვებს.