რობერტ ლევანდოვსკიმ სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა.
"გარემოებებისა და პოლონეთის ეროვნული გუნდის მწვრთნელისადმი ნდობის დაკარგვის გათვალისწინებით, გადავწყვიტე ნაკრებში აღარ ვითამაშო, სანამ ის არის მწვრთნელი.
იმედი მაქვს, მსოფლიოში საუკეთესო გულშემატკივრებისთვის თამაში კიდევ მომიწევს." - წერს 36 წლის თავდამსხმელი.
პოლონეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი მიხალ პრობეჟია, რომელიც აღნიშნულ თანამდებობას 2023 წლიდან იკავებს.
პოლონელები ევრო 2024-ზე ჯგუფში 1 ქულით ჩარჩნენ, ერთა ლიგაზე კი A დივიზიონიდან გავარდნენ.
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე პრობეჟის გუნდი ჯგუფში ფინეთთან, ნიდერლანდებთან, ლიეტუვასა და მალტასთან ერთად არის. პოლონეთს ორიდან ორი მატჩი აქვთ მოგებული (ლიეტუვა, მალტა).