კარლო ანჩელოტის ჰკითხეს, უხელმძღვანელებს თუ არა ის რეალს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე.
ფიფას ახალი ტურნირი 14 ივნისს დაიწყება და 13 ივლისამდე გაგრძელდება. გავრცელებული ინფორმაციით, ხელმძღვანელობა ანჩელოტის გაშვებას აპირებს.
„ვიქნები თუ არა რეალის მწვრთნელი მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე? ამაზე სეზონის ბოლოს ხელმძღვანელობასთან დავილაპარაკებ და არა თქვენთან. ახლა არ მინდა ჩემს მომავალზე საუბარი.
ბრაზილიის ნაკრები? სეზონის ბოლოს ვნახავთ ყველაფერს." - აღნიშნა იტალიელმა.