როგორც ცნობილია, კარლო ანჩელოტის სამწვრთნელო სკამი მადრიდის რეალში სერიოზულად არის შერხეული.
იტალიელის შეცვლის მთავარ ფავორიტად მადრიდში ჩაბი ალონსოს მოიაზრებენ, რომელიც ბოლო 3 წელია წარმატებით მუშაობს ლევერკუზენის ბაიერში.
Sky Germany-ს ჟჟურნალისტის, ფლორიან პლეტენბერგის ინფორმაციით, ლევერკუზენი არ აპირებს ესპანელი სპეციალისტი მარტივად გაუშვას და მასში 15-20 მილიონი ევროს მიღება სურს.
ჯერჯერობით რეალის პოზიცია ამასთან დაკავშირებით უცნობია, თუმცა ანჩელოტის გაშვების შემთხვევაში, ალონსო მთავარი ვარიანტი იქნება.