დორტმუნდის ბორუსიას მარცხენა გარემარბი ჯეიმი გიტენსი კარიერას ლონდონის ჩელსიში გააგრძელებს.
კლუბებმა შეთანხმებას მიაღწიეს, ინგლისელი ფეხბურთელი ლონდონურ კლუბთან 7-წლიან ხელშეკრულებას გააფორმებს.
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, გიტენსი ჩელსისთვის სამედიცინო შემოწმებას დღეს გაივლის, რის შემდეგაც კონტრაქტს ოფიციალურად მოაწერს ხელს.
პრესაში გავრცელებული ცნობებით, ლონდონური კლუბი 20 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ დაახლოებით 65 მილიონ ევროს გადაიხდის.
ბინოე-გოტენსი დორტმუნდში მან სიტის აკადემიიდან 4 მილიონ ევროდ 2022 წელს გადავიდა და კლუბის მაისურით 107 მატჩში 17 გოლი და 14 საგოლე გადაცემა მიითვალა.