იურგენ კლოპმა ლივერპულის მიერ ფლორიან ვირცის შეძენა შეაფასა.
ინგლისელებმა ლევერკუზენის შემტევი 100+16 მილიონ ფუნტად შეიძინეს.
„ეჭვგარეშეა, ეს გიჟური თანხაა და ლივერპულის თითოეული ფეხბურთელი შეიგრძნობს ამას, თუ 2-3 მატჩის განმავლობაში საქმეები ცუდად წავა.
ყველა თანხმდება, რომ საუბარია შთამბეჭდავ ფეხბურთელზე. მახსოვს, ერთხელ ვთქვი, რომ წავიდოდი, თუ კლუბი 100 მილიონიან ფეხბურთელს დაიმატებდა. თუმცა, მსოფლიო იცვლება, ახლა ბაზარი ასეთია.
ის გამორჩეული ფეხბურთელია, რომელსაც ნებისმიერ კლუბში რაღაც განსაკუთრებულის მოტანა შეუძლია. მხოლოდ იმის გარკვევაღა დარჩა, გახდის თუ არა ის ინგლისის ჩემპიონ გუნდს კიდევ უფრო ძლიერს." - აღნიშნა გერმანელმა სპეციალისტმა.