იურგენ კლოპმა დაადასტურა, რომ 2023-ში გერმანიის ნაკრების გაწვრთნაზე ტქვა უარი.
„წინა სეზონი [2022/23] ლივერპულისთვის არც ისე წარმატებული გამოვიდა. ზაფხულში კი გერმანიის ნაკრები ახალ მწვრთნელს ეძებდა. შემეძლო "კის" თქმა, იმიტომ რომ ალბათ, იმ დროს რაღაც სხვა საქმეზე გადართვა საუკეთესო ვარიანტი იქნებოდა.
თუმცა, ამის გაკეთება არ მინდოდა. ეს გადაწყვეტილება უშუალოდ ნაკრებისთვის უარის თქმას არ გულისხმობდა. უბრალოდ, ლივერპულიდან ასე წამოსვლა არ შემეძლო. იქ იყო გუნდი, იყო ხალხი, რომლებთანაც ურთიერთობა მქონდა. არასდროს არ ვყოფილვარ იმდენად გულცივი, რომ კარგად არ ვიღებდე პასუხისმგებლობას იმ სიტყვებზე, რომელიც ფეხბურთელებს ორიოდე კვირის წინ ვუთხარი.
ახალი ფეხბურთელები დავიმატეთ - ენდო, გრავენბერხი, სობოსლაი და მაკ ალისტერი. მინდოდა, სიტუაცია მათი მხარდაჭერითაც დამელაგებინა და გუნდში არსებული მოთამაშეებიც დამეხმარა ამ საქმეში. ჩემთვის ეს მნიშვნელოვანი საკითხი იყო და საბედნიეროდ, გამოგვივიდა კიდეც. თუმცა, ლივერპულიდან წასვლა მწიფდებოდა." - აღნიშნა გერმანელმა სპეციალისტმა ინტერვიუში.