იურგენ კლოპი სამწვრთნელო საქმიანობაში დაბრუნებას აღარ გეგმავს.
გერმანელმა ლივერპული 2023/24 სეზონის დასრულების შემდეგ დატოვა, 2025 წლის იანვრიდან კი კომპანია რედ ბულის სპორტული განყოფილების გენერალური დირექტორის თანამდებობას იკავებს.
„მწვრთნელობა აღარ მინდა. ახლა საკუთარი თავის რეალური ვერსია ვარ. კლუბში დანიშვნა და მწვრთნელად მუშაობა აღარ შემიძლია.
მწვრთნელის რანგში ყველაფერში და ყველგან უნდა იყო ჩართული. ვერ ვხედავ, რომ ეს ოდესმე კვლავ შეიძლება მოხდეს." - აღნიშნა გერმანელმა სპეციალისტმა.
ბოლო თვეებში კლოპს სხვადასხვა კლუბებში დანიშვნას უკავშირებდნენ - ხან რომაზე დაიწერა, ხანაც დორტმუნდში დაბრუნებაზე, თუმცა გერმანელი ყველა ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს.