იურგენ კლოპმა მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატთან დაკავშირებით პოზიცია დააფიქსირა.
"მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი ყველაზე ცუდი იდეაა, რაც ფეხბურთში გამოუცდიათ. ხალხი, რომელთაც არასდროს ჰქონიათ შეხება ყოველდღიურ საქმესთან, ასეთი იდეებით მოდიან.
ვშიშობ, რომ შემდეგ სეზონში მოთამაშეები ისეთ ტრავმებს მიიღებენ, რაც აქამდე არ მიუღიათ. თუ არა, ეს მსოფლიო ჩემპიონატზე ან იმის შემდეგ მოხდება. ეს ტურნირი არასწორ დროს და არასწორი მიზეზით ტარდება.
მესმის, რომ თანხა, რასაც კლუბები იღებენ, გიჟურია, მაგრამ ეს ყველა კლუბის შემთხვევაში ასე არ არის.
შარშან კოპა ამერიკა და ევროპის ჩემპიონატი იყო, წელს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატია, მომდევნო წელს კი - მსოფლიო ჩემპიონატი. ეს ნიშნავს, რომ მოთამაშეებს ფიზიკური და მენტალური დასვენების დრო არ აქვთ." - განაცხადა კლოპმა Die Welt-თან ინტერვიუში.
ვინ მოიგებს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატს? - სუპერკომპიუტერის პროგნოზი