მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის მეორე მერვედფინალში ჩელსიმ ბენფიკა დაამარცხა და 1/4 ფინალში გავიდა.
პირველი ტაიმის ფრედ დასრულების შემდეგ, ანგარიში 64-ე წუთზე რის ჯეიმსმა პირდაპირი საჯარიმო დარტყმით გახსნა და ჩელსი დააწინაურა.
მსაჯის მიერ კომპენსირებულ წუთებზე, როცა მატჩის დამთავრებამდე ძალიან ცოტა დრო რჩებოდა, მსაჯმა ფეხბურთელები მოედნიდან ამინდის გაუარესების საშიშროების გამო გაიყვანა და თამაში რამდენიმე საათით შეწყდა.
თამაშის განახლების შემდეგ ბენფიკამ საქმეში დაბრუნება მოახერხა და 95-ე წუთზე ანხელ დი მარიამ წონასწორობა თერთმეტმეტრიანი ნიშნულიდან მოახერხა.
თუმცა, დამატებით დროში ბენფიკა 10 კაცით დარჩა და ჩელსიმ რიცხობრივი უპირატესობით მალევე ისარგებლა - ლონდონელებმა მეტოქეს სამი უპასუხო გოლი გაუტანეს და მატჩიც დამსახურებლად მოიგეს.
ამრიგად, ჩელსი ტურნირის 1/4 ფინალში გავიდა, სადაც ბრაზილიურ პალმეირასს დაუპირისპირდება, რომელმაც თავის 1/8 ფინალში ბოტაფოგოს ბარიერი (1:0) დაძლია.