ლივერპულის ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი დაიცვა.
"არ ვამბობ, რომ არ იყოთ იმედგაცრუებული იმის გამო, რომ ის მიდის... მაგრამ არ დაივიწყოთ, რა გააკეთა მან კლუბისთვის.
როცა სტვენა გავიგე, ტელევიზორი გავთიშე. ამაზე იმედგაცრუებული ვერ ვიქნებოდი. ეს ჩვენ არ ვართ.
ამ ბიჭმა ყველაფერი გაიღო კლუბისთვის, მე იქ ვიყავი. თუ თვითონ არა, მე აუცილებლად ვიტყოდი, რომ ყოველდღე მან ლივერპულის გერბისთვის ყველაფერი გააკეთა.
ახლა კი გადაწყვიტა, რომ 20 წლის შემდეგ წავიდეს. თუ ვინმე უნდა იყოს ამაზე გაბრაზებული, ეს კლუბის მფლობელები არიან, მაგრამ ეს ასე არ არის." - განაცხადა გერმანელმა.
ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი ლივერპულს თავისუფალი აგენტის სტატუსით ტოვებს და კარიერას მადრიდის რეალში გააგრძელებს.