ჩემპიონშიფიდან პრემიერ ლიგაში ამომსვლელი პლეიოფის ფინალში სანდერლანდემა შეფილდი 2:1 დაამარცხა და რვა წლის შემდეგ ინგლისის უმაღლეს დივიზიონში დაბრუნდა.
უემბლიზე გამართული ფინალური დაპირისპირება ძალიან დაძაბული გამოვიდა - შეფილდმა პირველი ტაიმი 1:0 მოიგო, თუმცა სანდერლენდმა მეორე ნახევარში ორი უპასუხო გოლი გაიტანა და გამარჯვება მოიპოვა. გამარჯვების გოლი შავმა კატებმა მსაჯის მიერ მე-5 დამატებულ წუთზე გაიტანეს.
სანდერლენდი პრემიერ ლიგიდან 2017 წელს გავარდა და მას შემდეგ პრემიერ ლიგაში არ უთამაშია.
სანდერლენდის გარდა, პრემიერ ლიგის ახალ სეზონში ვიხილავთ ლიდსს და ბარნლისაც, რომლებმაც ჩემპიონატი 100-100 ქულით დაასრულეს, თუმცა ჩემპიონი ბურთების უკეთესი სხვაობის გამო ლიდსი გახდა.