• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
ჰინ-მინ სონი - აზიური ფენომენი კორეიდან
ფეხბურთიფეხბურთი

ჰინ-მინ სონი - აზიური ფენომენი კორეიდან

5 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

ლინკის დაკოპირება

-

Aa

+

ფონტის ზომა

ჰინ-მინსონი პირველი სამხრეთ კორეელი კაპიტანია, რომელმაც ევროთასი შემართა. გამორჩეული უნარებისა და თვისებების მქონე აზიელი ფეხბურთის ვარსკვლავი დამსახურებულად შეწვდა პრესტიჟულ ტიტულს, რომლისთვის ძალიან ბევრი იშრომა.



მოედანზე სონის სათამაშო სტილის აღწერის თუ ანალიზისას პირველ რიგში მისი სისწრაფე და სიზუსტე გვახსენდება, რამაც იგი საბოლოოდ აქცია საუკეთესო აზიელ ფეხბურთელად.


1992 წლის 8 ივლისს, პატარა ქალაქ ჩჰუნჩჰონში დაბადებულმა ბიჭმა ფეხბურთისადმი სიყვარული ადრეულ ასაკში აღმოაჩინა. სხვადასხვა ბავშვთა და ახალგაზრდულ კლუბში თამაშის შემდეგ მისი ნიჭი და პოტენციალი ყველასათვის აშკარა იყო, ჰამბურგის ახალგაზრდულმა გუნდმა კი მას გერმანიისთვის დამახასიათებელი დისციპლინა და შრომისუნარიანობა შესძინა. გერმანიაში 2010 წელს, დებიუტშივე გაიბრწყინა და ფეხბურთის ქომაგებმაც დაინახეს, რომ ახალ აზიურ ფენომენთან ჰქონდათ საქმე.


შემდეგ იყო ორი სეზონი ლევერკუზენის ბაიერში და „ფარმაცევტებთან“ ერთად ზედიზედ ორ ჩემპიონთა ლიგაზე მონაწილეობა, რითიც ჰინ-მინ სონის კარიერაში ახალი ფურცელი გადაიშალა.


2015 წლის აგვისტოში სონის ტოტენჰემში ტრანსფერი კარიერაში გარდამტეხი მომენტი გამოდგა.მისი ასპარეზობა ინგლისის პრემიერ ლიგასა თუ ევროსარბიელზე კიდევ უფრო შესამჩნევი გახდა, რასაც უამრავი პირადი ჯილდო მოყვა: პრემიერ ლიგის ბომბარდირობა, ასოციაციის თასის ბომბარდირობა, თვის საუკეთესო გოლები, პუშკაშის ჯილდო წლის საუკეთესო გოლისთვის, ბი-ბი-სის ჯილდო სეზონის საუკეთესო გოლისთვის, აზიის კონფედერაციის არაერთი ჯილდო, ტოტენჰემის რიგებში წლის საუკეთესო ფეხბურთელისა და გოლების რვა ჯილდო და კიდევ სხვა ბევრი პირადი ტიტული.


ამ დაფასებულმა თამაშმა და გუნდისადმი დიდმა წვლილმა 2023 წელს, უგო ლორისის წასვლის შემდეგ, ჰინ-მინ სონს „დეზების“ კაპიტნობა არგუნა, მაგრამ მას დღემდე აკლდა მთავარი - გუნდური ჯილდო და ტიტული, რომელიც მისთვისაც და მისი ლონდონური კლუბისთვისაც დიდი ხნის ოცნებად იყო ქცეული. აზიელმა ფენომენმა ეს დანაკლისიც შეივსო და როგორც მან ევროპა ლიგის ფინალის დასრულებისთანავე თქვა, ახლა უკვე თვლის საკუთარ თავს ლეგენდად.



დღეს იმის თქმა, რომ ჰინ-მინ სონი ყველა დროის საუკეთესო აზიელია, ვისაც ოდესმე ტყავის ბურთი გაუგორებია, ეჭვს აღარ იწვევს.


სონი ჯერ მხოლოდ 33 წლისაა, წინ კიდევ აქვს წლები, არაერთი სეზონი და ალბათ - სხვა გუნდური ტიტულებიც. სწრაფი აზროვნების მქონე ფეხმარდი კორეელის სათამაშო თვისებები და მისი ტექნიკური არსენალი საშუალებას გვაძლევს, საამისო იმედი ვიქონიოთ. ის ხომ ტიპური აზიელია: დისციპლინირებული, ინტელექტუალი და გამრჯე.


ამიტომ ვარ დარწმუნებული, რომ ჩემპიონთა ლიგის ყველაზე შედეგიანი აზიელი ფეხბურთელი კიდევ აჩუქებს ლამაზ გოლებს ერთგულ გულშემატკივარს ალბიონზე, ევროპაში თუ სანაკრებო ასპარეზზე, კიდევ ბევრ თანაგუნდელის ასისტს დააფინიშებს ერთი შეხებით, სხარტად შეიცვლის სათამაშო ფლანგს, ბარნლის მთელ გუნდს გაცდება, პოკერს შეუსრულებს თუ 13 წუთში ჰეთ-თრიქს პრემიერ ლიგურ გუნდებს, ოლდ ტრაფორდზე იზეიმებს 6:1-ს, მექსიკის კარში გაისვრის შორიდან და არადომინანტი ფეხით გაიტანს ურთულესი სიტუაციიდან...


კითხვის გასაგრძელებლად
გაიარე ავტორიზაცია

პაატა ჩახვაშვილი

პაატა ჩახვაშვილი

ევროპა ლიგა
პრემიერ ლიგა
სონი
ტოტენჰემი

ლინკის დაკოპირება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

პრემიერ ლიგის სეზონის მოთამაშედ სალაჰი დასახელდა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

პრემიერ ლიგის სეზონის მოთამაშედ სალაჰი დასახელდა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

პოსტეკოგლუ: "იმედგაცრუებული დავრჩები, თუ ამ პროექტის გაგრძელება ვერ მოვახერხე"

•ფეხბურთი

ფეხბურთი

პოსტეკოგლუ: "იმედგაცრუებული დავრჩები, თუ ამ პროექტის გაგრძელება ვერ მოვახერხე"
•ფეხბურთი

ფეხბურთი

კლოპი: "არ დაივიწყოთ, რა გააკეთა ტრენტმა კლუბისთვის"

•ფეხბურთი

ფეხბურთი

კლოპი: "არ დაივიწყოთ, რა გააკეთა ტრენტმა კლუბისთვის"
•ფეხბურთი

ფეხბურთი

2025 - უტიტულო გვალვების დასრულების წელი

•ფეხბურთი

ფეხბურთი

2025 - უტიტულო გვალვების დასრულების წელი
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

3 სთ წინ

პრემიერ ლიგის სეზონის მოთამაშედ სალაჰი დასახელდა

News image

22 მაი, 2025

პოსტეკოგლუ: "იმედგაცრუებული დავრჩები, თუ ამ პროექტის გაგრძელება ვერ მოვახერხე"

News image

6 სთ წინ

კლოპი: "არ დაივიწყოთ, რა გააკეთა ტრენტმა კლუბისთვის"

News image

22 მაი, 2025

2025 - უტიტულო გვალვების დასრულების წელი