გუშინ, ევროპა ლიგის ფინალში ტოტენჰემმა მანჩესტერ იუნაიტედი 1:0 დაამარცხა და 2008 წლის შემდეგ პირველი ტიტული მოიგო.
სპურსისთვის 17-წლიანი უტიტულო გვალვა დასრულებულია. თუმცა, ეს ნამდვილად არ არის პირველი შემთვევა ამ სეზონში, როცა ხანგრძლივი ლოდინის შემდეგ, გუნდმა ტიტულის მოგება შეძლო.
მაგალითად, ნიდერლანდურმა გ.ა. იგლზმა 92 წლიანი პაუზის შემდეგ შეძლო თასის აწევა და ნიდერლანდების თასი მოიგო.
ბოლონიას უტიტულო სერია 51 წელზე შეწყდა, როცა გუნდმა იტალიის თასის ფინალში მილანი დაამარცხა.
კიდევ უფრო დიდხანს ვერ იგებდა ტიტულს ნიუკასლი, რომელმაც 70 წლის შემდეგ პირველად შეძლო თასის მოგება.
რეკორდი კი კრისტალ პალასს ეკუთვნის, რომელმაც გასულ უქმეებზე მან სიტის ინგლისის თასის ფინალი მოუგო და თავის 119 წლიან ისტორიაში პირველად შეძლო ტიტულის მოგება.