ტოტენჰემის მწვრთნელმა, ენჯ პოსტეკოგლუმ, გუნდში დარჩენის სურვილი გამოთქვა.
გუშინ სპეციალისტის გუნდმა ევროპა ლიგის ფინალში მანჩესტერ იუნაიტედი 1:0 დაამარცხა და ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ტიტული მოიგო.
„5-6 წლიან გუნდს ვქმნი და ძალიან იმედგაცრუებული ვიქნები, თუ ამ ჩემი გზის გაგრძელებას ვერ შევძლებ. მეგობარო, მე გამარჯვებული ვარ. მთელი ჩემი კარიერაა გამარჯვებული ვარ.
მაშინაც კი, როცა მოვედი, დანიელ ლევიმ [ტოტენჰემის მფლობელი - ავტ] თქვა, რომ ჩვენ გამოცდილი გამარჯვებულებიც გვყავდა გუნდში, მაგრამ ამან არ იმუშავა, ახლა კი ენჯი გვყავსო." - აღნიშნა პოსტეკოგლუმ.