მოჰამედ სალაჰი სოციალურ ქსელში ევროპა ლიგის ფინალში ტოტენჰემის გამარჯვებას გამოეხმაურა.
"მან თქვა, რომ თავის მეორე სეზონში ტიტულს მოიგებდა. გილოცავთ!" - წერს ეგვიპტელი.
სალაჰი ლონდონელთა მთავარი მწვრთნელის, ენჯ პოსტეკოგლუს ციტატაზე მიუთითებს. ავსტრალიელმა სეზონის დასაწყისში თქვა, რომ ის თავის მეორე სეზონში ყველგან იგებდა ტიტულს.
ტოტენჰემმა ფინალში მანჩესტერ იუნაიტედი 1-0 დაამარცხა და ბოლო 17 წელიწადში პირველი ტიტული მოიგო.
VIDEO: 17-წლიანი უტიტულობა დასრულდა - ტოტენჰემი ევროპა ლიგის გამარჯვებულია