VIDEO: 17-წლიანი უტიტულობა დასრულდა - ტოტენჰემი ევროპა ლიგის გამარჯვებულია
21 მაი, 2025 · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
ესპანეთის ქალაქ ბილბაოში უეფას ევროპა ლიგის ფინალში ინგლისური დაპირისპირება შედგა, სადაც ერთმანეთს ტოტენჰემი და მანჩესტერ იუნაიტედი შეხვდნენ.
გუნდები სეზონის გადასარჩენად იბრძოდნენ და ამ ტიტულის მოგება ორივე მათგანისთვის ძალიან მნიშნველოვანი იყო. გარდა ტიტულისა, აქ გამარჯვება ხომ ჩემპიონთა ლიგის საგზურს ნიშნავდა, რომელიც პრემიერ ლიგის მე-16 და მე-17 ადგილზე მყოფი გუნდებისთვის დიდებული პრიზია.
საბოლოოდ მატჩის ბედი ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა, რომელიც პირველ ტაიმში გავიდა. 42-ე წუთზე პაპე სარის ჩაწოდების შემდეგ ანდრე ონანას კარი ბრენან ჯონსონმა აიღო.
ტოტენჰემმა ევროპა ლიგა მოიგო და ბოლო 17 წელიწადში პირველი ტიტული მოიპოვა, ევროპულ თასს კი ჩრდილო ლონდონური გუნდი 1984 წლის შემდეგ პირველად დაეუფლა.
ტოტენჰემის ეს გამარჯვება ნიშნავს, რომ ინგლისს ჩემპიონთა ლიგის მომდევნო სეზონში 6 გუნდი ეყოლება.