მანჩესტერ იუნაიტედი რუბენ ამორიმის გაშვებას არ აპირებს.
გუშინ პორტუგალიელი მწვრთნელის გუნდი ევროპა ლიგის ფინალში ტოტენჰემთან 0:1 დამარცხდა.
როგორც BBC-ს ჟურნალისტი საიმონ სტოუნი აცხადებს, კლუბის ხელმძღვანელობა ამორიმის ნდობას აგრძელებს, ისევე, როგორც გულშემატკივრები.
პრემიერ ლიგაში 37-ე ტურის შემდეგ მანჩესტერი მე-16 ადგილს იკავებს და გუშინდელ ფინალში მარცხით, მომავალ სეზონში ევროტურნირებზე გამოსვლის ყველანაირი შანსი დაკარგა.