უეფას ევროპა ლიგის ფინალში ტოტენჰემთან მარცხის შემდეგ, მანჩესტერ იუნაიტედის მთავარმა მწვრთნელმა, რუბენ ამორიმმა საკუთარ მომავალზე კომენტარი გააკეთა.
"მე არ წავალ. ჩემს სამსახურში დარწმუნებული ვარ და არაფერს შევცვლი.
თუ ხელმძღვანელობამ და გულშემატკივრებმა იგრძნეს, რომ მე არ ვარ სწორი ადამიანი, შემდეგ დღეს წავალ ყოველგვარი დიალოგისა და კომპენსაციის გარეშე, მაგრამ ჩემით არ გადავდგები.
მე დიდხანს ველოდებოდი კლუბის შეცვლას, რადგან მხოლოდ მანჩესტერ იუნაიტედში მუშაობა მინდოდა. აქ იმდენხანს დავრჩები, რამდენიც კლუბს ენდომება." - განაცხადა პორტუგალიელმა.
VIDEO: 17-წლიანი უტიტულობა დასრულდა - ტოტენჰემი ევროპა ლიგის გამარჯვებულია