ალეხანდრო გარნაჩომ ევროპა ლიგის ფინალში თავისი სათამაშო დროით უკმაყოფილება ვერ დამალა.
„ფინალამდე ყველა რაუნდში სასტარტოში ვითამაშე და გუნდის დახმარებას ვცდილობდი... შემდეგ ფინალი მოვიდა და მხოლოდ 20 წუთი მათამაშეს? არ ვიცი.
საშინელი სეზონი გამოვიდა. ფინალიც, სეზონიც, კლუბის სიტუაციაც.
შევეცდები, ზაფხულისგან სიამოვნება მივიღო, შემდეგ კი ვნახოთ, რა მოხდება." - აღნიშნა არგენტინელმა.
გარნაჩო მანჩესტერის დატოვებასთან ახლოს გასულ ზამთარსაც იყო, როცა მისი შეძენით ჩელსი და ნაპოლი ინტერესდებოდნენ.