ესპანეთის ქალაქ ბილბაოში, ესტადიო სან მამესზე უეფას ევროპა ლიგის ფინალი გაიმართება, სადაც ინგლისურ დაპირისპირებას ვიხილავთ (23:00).
ჩემპიონის ვინაობას ტოტენჰემი და მანჩესტერ იუნაიტედი გაარკვევენ, გამარჯვებული კი ტიტულთან ერთად ჩემპიონთა ლიგის საგზურსაც მოიპოვებს.
ევროპა ლიგის გურუ - ფინალი
რა გზა გაიარეს გუნდებმა ფინალამდე?
ტოტენჰემმაც და მანჩესტერმაც ლიგის ფაზა კარგად ჩაატარა და ორივე მათგანი პირდაპირ 8 საუკეთესო გუნდში მოხვდა.
3. მანჩესტერი - 5 მოგება, 3 ფრე, 0 წაგება, ბურთების სხვაობა 16:9, 18 ქულა
4. ტოტენჰემი - 5 მოგება, 2 ფრე, 1 წაგება, ბურთების სხვაობა 17:9, 17 ქულა
1/8 ფინალი
ტოტენჰემი 3-2 ალკმაარი (1-1, 1-0)
მანჩესტერი 5-2 სოსიედადი (1-1, 4-1)
1/4 ფინალი
ტოტენჰემი 2-1 აინტრახტი (1-1, 1-0)
მანჩესტერი 7-6 ლიონი (2-2, 5-4)
1/2 ფინალი
ტოტენჰემი 5-1 ბოდო/გლიმტი (3-1, 2-0)
მანჩესტერი 7-1 ბილბაო (0-3, 4-1)
პრემიერ ლიგაში ორივე გუნდს საშინელი სეზონი გამოუვიდა.
16. მანჩესტერი - 10 მოგება, 9 ფრე, 18 წაგება, ბურთების სხვაობა 42:54, 39 ქულა
17. ტოტენჰემი - 11 მოგება, 5 ფრე, 21 წაგება, ბურთების სხვაობა 63:61, 38 ქულა
სავარაუდო შემადგენლობები
ტოტენჰემი - ვიკარიო; პედრო პორო, რომერო, ვან დე ვენი, უდოჯი; სარი, ბისუმა, ბენტანკური; ჯონსონი, სოლანკე, რიშარლისონი
მანჩესტერი - ონანა; იორო, დე ლიხიტი, მაგუაირი; მაზრაუი, უგარტე, კაზემირო, დორგუ; დიალო, ჰოილუნდი, ფერნანდეში
რა თქვეს მწვრთნელებმა?
ენჯ პოსტეკოგლუ (ტოტენჰემი): "ბოლო წლების გამოწვევების გადმოცემა რთულია. ჩემი პერსპექტივიდან, მე მოვედი კლუბში, რომელსაც აშკარა მიზნები ჰქონდა.
როგორც შემეძლო მაქსიმალურად ვეცადე, რომ კლუბი იმ პოზიციამდე მიმეყვანა, სადაც ტიტულებისთვის ბრძოლა შეიძლება და ამავდროულად შემადგენლობის განახლება და თამაშის სტილის ცვლილება.
ამ მიზნებს გზად უამრავი გამოწვევა ახლდა. ახლა კი ასეთი დიდი მატჩია წინ და შესაძლებლობაა, რომ ერთ-ერთი მთავარი დავალება, რომელიც მომეცა, შევასრულო და კლუბს ტიტული მოვუტანო."
რუბენ ამორიმი (მანჩესტერი): "ეს სეზონი ნამდვილად რთული იყო ყველასთვის - შედეგები, სტაფის ცვლილება; ჩვენს კლუბში ეს იგრძნობა. ჩვენ თამაშის სტილს ვიცვლით. როცა ევროპა ლიგის თამაშისთვის ვემზადებით, გარემო ცოტათი განსხვავებულია; აღტაცება იგრძნობა.
ჩვენს სეზონის ვერაფერი შეცვლის, მაგრამ ყველამ იცის, რომ ევროპული ტიტულის მოგება შეიძლება დაგვეხმაროს მომავლის შენებაში. ჩვენ უფრო დიდი რაღაცები გვაქვს დასაძლევი, რომ კლუბი მწვერვალზე დავაბრუნოთ; ამ ტიტულს კი შეუძლია მოგვცეს ძალა იმისთვის, რაც გასაკეთებელი გვაქვს."
ვინ იქნება მსაჯი?
ევროპა ლიგის ინგლისურ ფინალზე გერმანელი ფელიქს ცვაიერი იმუშავებს. 44 წლის არბიტრმა ევროტურნირების მიმდინარე სეზონში 9 მატჩი განსაჯა, მათ შორის 7 ჩემპიონთა ლიგაზე, 1 ევროპა ლიგაზე და ერთიც კონფერენს ლიგაზე.
ამ 9 შეხვედრაში ცვაიერმა ჯამში მოთამაშეებს 49 ყვითელი, 1 მეორე ყვითელი და 4 წითელი ბარათი უჩვენა, სულ კი 6 პენალტი დანიშნა.
კლუბების ევროპული ტიტულები
ტოტენჰემი - თასების მფლობელთა თასი (1962-63), უეფას თასი/ევროპა ლიგა (1971-72, 1983-84)
მანჩესტერი - ჩემპიონთა ლიგა (1967-68, 1998-99, 2007-08), თასების მფლობელთა თასი (1990-91), ევროპა ლიგა (2016-17), სუპერ თასი (1991)
ქვიზი: როგორ იცნობ მანჩესტერ იუნაიტედის ისტორიას?