რიო ფერდინანდთან სტუმრობისას ხვიჩა კვარაცხელიამ დაასახელა ყველაზე რთული მცველი, რომლის წინააღმდეგ თამაშიც პსჟ-ს მაისურით მოუწია.
სრული ინტერვიუ იხილეთ აქ: კრიშტიანუზე, დაცვაში თამაშზე, გუნდელებზე - კვარაცხელიას ინტერვიუ ფერდინანდთან
„აქ, საფრანგეთში კარგი მცველები არიან, სწრაფები და მათ წინააღმდეგ თამაში რთულია. ვფიქრობ, რომ არნოლდი ძალიან კარგი მოთამაშეა.
ბევრს ვერ დავასახელებ, მაგრამ ჩემი პარიზში ყოფნისას, ყველაზე რთული ტრენტთან თამაში იყო." - აღნიშნა კვარაცხელიამ.
კვარას პსჟ ტრენტის ლივერპულს ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში დაუპირისპირდა. პირველი მატჩი სტუმრად ლივერპულმა მოიგო 1:0, საპასუხო კი იმავე ანგარიშით პარიზმა, საბოლოოდ კი პსჟ შემდეგ ეტაპზე პენალტებში გამარჯვების შემდეგ გავიდა.