ხვიჩა კვარაცხელიამ Sky Sport Italia-სთან ინტერვიუში სხვადასხვა საკითხზე ისაუბრა.
"პარი სენ-ჟერმენს ინტერის შესწავლაში ჩემი დახმარება არ სჭირდება - ისინი უყურებენ თამაშებს და ამაში ჩემზე უკეთესები არიან. შემიძლია რაღაც დეტალები გავუზიარო, რადგან მათ წინააღმდეგ ბევრჯერ ვითამაშე და ვიცი, როგორი ძლიერები არიან.
ძალიან გრძელი მოგზაურობა გამომივიდა. რთული მომენტები გადავლახე, ეს კი ფეხბურთელის კარიერაში ძალიან მნიშვნელოვანია. მე ყოველთვის ვატარებ საქართველოს ჩემთან ერთად - ამ ქვეყანამ მომცა ყველაფერი და დამეხმარა.
ვამაყობ, რომ ქართველი ვარ. მინდა, რომ ჩემს ქვეყანას დავეხმარო, რადგაან ქართველი მოთამაშისთვის რთულია ტოპ ევროპულ ლიგაში მოხვედრა.
როცა აქ გადმოვედი, ვერ წარმოვიდგენდი, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალში ასე მალე გავიდოდი. მიხარია, რომ აქ ვარ და ეს შესაძლებლობა მაქვს - ეს ოცნების ასრულებაა." - უთხრა ხვიჩამ Sky-ს.
კვარაცხელია და პსჟ 24 მაისს საფრანგეთის თასის ფინალში რეიმსს დაუპირისპირდებიან, 31 მაისს კი ჩემპიონთა ლიგის ფინალში ინტერთან შეეცდებიან გამარჯვების მოპოვებას.