ნიკოლოზ ბასილაშვილი როლან გაროსის ძირითად ბადეში მოსახვედრად იბრძვის.
ქართველმა ჩოგბურთელმა საკვალიფიკაციო ეტაპზე ჯერ ნიდერლანდელი ბროუვერი 2 სეტში (6-3, 6-2) დაამარცხა, შემდეგ კი მონეგასკ ვაშეროს სძლია ასევე 2 სეტში (7-6, 6-3) და კვალიფიკაციის ფინალში გავიდა.
ძირითად ბადეში მოსახვედრ მატჩში ბასილაშვილი ფრანგ ბლანკანოს დაუპირისპირდება და გამარჯვების შემთხვევაში გრან სლემზე იასპარეზებს. შეხვედრა 23 მაისს გაიმართება.
ნიკოლოზმა როლან გაროსზე საუკეთესო შედეგი 2017 წელს დააფიქსირა, როცა მე-3 რაუნდში გავიდა, იქ კი ჩემპიონ რაფა ნადალთან 3 სეტში დამარცხდა.