თბილისში მიმდინარე ჩელენჯერის მეოთხედფინალში ქართველი ჩოგბურთელი, საბა ფურცელაძე ესტონელ დანილ გლინკას დაუპირისპირდა.
შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოდგა და 3 სეტიდან ორში ტაიბრეიკიც შედგა, საბოლოოდ კი საბამ იმარჯვა (7-6, 5-7, 7-6).
პირველი სეტის ტაიბრეიკზე ფურცელაძემ 7-5 მოიგო, მე-2 სეტი ესტონელ მეტოქეს დარჩა (7-5), მე-3 სეტში კი ისევ ტაიბრეკი გახდა საჭირო და საბამ ამჯერადაც მოახერხა მოგება (12-10).
ბრიტანელი ჰასის, უზბეკი ფომინისა და ესტონელი გლინკას დამარცხების შემდეგ, ქართველი ჩოგბურთელი ნახევარფინალში ამერიკელ დამს დაუპირისპირდება. მატჩი 23 მაისს გაიმართება.