ცნობილი გახდა, თუ ვინ იქნება ლევან საგინაშვილის მომავალი მეტოქე.
21 ივნისს, ჩიკაგოში East VS West Armwrestling 18 გაიმართება, სადაც ქართველი ჰალკი იტალიელ ერმენ გასპარინის დაუპირისპირდება.
რა თქმა უნდა, სასწორზე სუპერ მძიმეწონის მსოფლიო ტიტული დევს, რომლის დაცვასაც ლევანი კვლავ შეეცდება.
ეს საგინაშვილისა და გასპარინის მეორე შეხვედრა იქნება, პირველად სპორტსმენები 2023 წელს დუბაიში დაუპირისპირდნენ, სადაც ქართველმა მეტოქე 4-2 დაამარცხა.
ლევანმა მას შემდეგ დევონ ლარატსა (4-0) და ჯერი კადორეტს (4-0) სძლია.
გთავაზობთ საგინაშვილისა და გასპარინის პირველი დაპირისპირების ვიდეოს.