პრემიერ ლიგის ბოლო ტურის მატჩის წინა პრესკონფერენციაზე, არნე სლოტმა აღიარა, რომ ტრენტ ალექსანდრ არნოლდთან გარკვეული პრობლემები ჰქონდა.
„ის მაინც წავა, ამიტომ რატომაც არ უნდა ვილაპარაკო. ალბათ, ეს ჩემი პირველი საჩუქარი იქნება, რომელსაც ჩაბი ალონსოს გავუკეთებ.
ტრენტის ვარჯიშების ყოველი წუთით კმაყოფილი ნამდვილად არ ვყოფილვარ. ჩემი აზრით, გარკვეულ მომენტებში გაცილებით მეტის გაკეთებაც შეეძლო. მას სულ ვეუბნებოდი, რომ ბევრად კარგი მცველია, ვიდრე ამას ხალხი ამბობს, მაგრამ სამწუხაროდ, ამას ვერ აჩვენებ.
თუ ტრენტი კონცენტრირებულია, ძალიან ცოტა ფეხბურთელს შეუძლია მისი მოტყუება." - აღნიშნა ნიდერლანდელმა სპეციალისტმა.
შეგახსენებთ, რომ ტრენტ ალექსანდრ არნოლდი ლივერპულს ტოვებს და კარიერას მადრიდის რეალში გააგრძელებს.