ლივერპული ლევერკუზენის ბაიერის შემტევის, ფლორიან ვირცის დამატებასთან ახლოსაა.
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, თავად ფეხბურთელმა ლივერპულს ტრანსფერზე თავის თანხმობა განუცხადა, მხარეები სიტყვიერად კონტრაქტზეც შეთანხმდნენ.
მერსისაიდული კლუბი ცდილობს, ლევერკუზენთან შეთანხმებას რაც შეიძლება მალე მიაღწიოს, რომ რაიმე სიურპრიზს არ ჰქონდეს ადგილი.
გერმანული პრესა იმასაც ამბობს, რომ ბაიერნმა, რომელიც ვირცზე ასევე აცხადებდა პრეტენზიას, ფეხბურთელისგან მოისმინა, რომ ის თავის პრიორიტეტს სწორედ ენფილდზე გადასვლას ანიჭებს და ბაიერნში გადაბარგების ვარიანტს გამორიცხავს.
თუ გაუთვალისწინებელი არაფერი მოხდა, კლუბები შეთანხმებას უახლოეს პერიოდში მიაღწევენ და ვირცი კარიერას ლივერპულში გააგრძელებს. მერსისაიდული კლუბი ტრანსფერის დახურვაში დარწმუნებულია.