გამოცემა Footmercato-ს ჟურნალისტის, სანტი აუნას ინფორმაციით, სეზონის ბოლოს ვიქტორ ოსიმენმა შესაძლოა ალ ჰილალს მიაშუროს.
საუდის არაბეთის ერთ-ერთი ტოპ კლუბი ნიგერიელ ფორვარდთან მოლაპარაკებებს აწარმოებს და მხარეებს შორის დადებითი საუბრები მიმდინარეობს.
26 წლის ოსიმენს სეზონის ბოლოს გალათასარაისთან საიჯარო ხელშეკრულება ეწურება, თუმცა ნაპოლიში მისი დაბრუნება ნაკლებად არის სავარაუდო.
ფორვარდის მიმართ ინტერესს ჩელსი, მან იუნაიტედი და იუვენტუსიც იჩენენ, თუმცა თავად ოსიმენისთვის პრიორიტეტული სწორედ ალ ჰილალის ვარიანტია, რადგან ამ კლუბის შეთავაზება ფინანსურად ყველაზე მომხიბვლელია.
გალათასარაის მაისურით ამ სეზონში 40 მატჩში ოსიმენმა 36 გოლი და 8 საგოლე გადაცემა მიითვალა.