ჰანსი ფლიკთან და რაფინიასთან კონტრაქტის გახანგრძლივების შემდეგ, ბარსელონა სხვა გახანგრძლივებების სერიას სხვა ფეხბურთელებთანაც გააგრძელებს.
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, კლუბი უკვე მუშაობს ერიკ გარსიასთან ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე. ფეხბურთელი გასულ იანვარს 8 მილიონად კომოში გადასვლასთან იყო ახლოს, თუმცა ფლიკის თხოვნით დარჩა და სეზონის მეორე ნახევარში მნიშვნელოვანი როლიც მოირგო.
ასევე, უახლოეს პერიოდში ახალ კონტრაქტს გააფორმებენ მარკ კასადო და მარკ ბერნალიც, რომლებიც გუნდის სამომავლო გეგმებში შედიან.
შეგახსენებთ, რომ ფლიკმა ბარსასთან კონტრაქტი 2027 წლამდე გააფორმა, რაფინიამ კი - 2028-მდე.