ბარსელონამ რაფინიასთან ახალი კონტრაქტის გაფორმება ოფიციალურად დაადასტურა.
კატალონიურმა კლუბმა 28 წლის ბრაზილიელს კონტრაქტი 2028 წლამდე გაუფორმა, წინა ხელშეკრულება 2027 წლის ზაფხულამდე იყო ძალაში.
ამ სეზონში ბრაზილიელმა კლუბისა და ნაკრების მაისურით 62 მატჩში 38 გოლი და 23 საგოლე გადაცემა მიითვალა და ოქროს ბურთი სმოგების ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად მოიაზრება.