ლევერკუზენის ბაიერის და გერმანიის ნაკრების მცველი ჯონათან ტა კარიერას მიუნხენის ბაიერნში გააგრძელებს.
მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს, ტა ბაიერნს თავისუფალი აგენტის სტატუსით უფასოდ შეუერთდება.
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ლევერკუზენს უკვე შეატყობინეს, რომ ფეხბურთელმა ბაიერნთან მიაღწია შეთანხმებას.
ტას ლევერკუზენთან კონტრაქტი 30 ივნისს ეწურება, თუმცა ბაიერნს მისი გამოყენება მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე სურს, რომელიც 14 ივნისს იწურება. სავარაუდოდ, კლუბები მოლაპარაკებებს ჩაატარებენ და გარკვეულ თანხაზე შეთანხმებას შეეცდებიან, რომ ფარმაცევტებმა ფეხბურთელი დროზე ადრე გაათავისუფლონ.
გერმანელს დეკემბრიდან ბარსასთან ჰქონდა სიტყვიერი შეთანხმება, თუმცა რონალდ არაუხოს დარჩენის შემდეგ, კატალონიელებმა ტას დამატება აღარ მოისურვეს.