იტალიელი სპორტული ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, მხარეებს შორის შეთანხმება შედგა და ჯერემი ფრიმპონგი კარიერას ლივერპულში გააგრძელებს.
ლევერკუზენი უკვე ინფორმირებულია, რომ ლივერპული ნიდერლანდელი მარჯვენა მცველის გამოსასყიდ პუნქტს ააქტიურებს.
მერსისაიდელები ფრიმპონგის სანაცვლოდ 35 მილიონ ევროს იხდიან, თავად მოთამაშე კი ახალ კლუბთან 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.
ჯერემი ფრიმპონგი ლივერპულში ტრენტ ალექსანდერ-არნოლდს შეცვლის, რომელიც სეზონის ბოლოს ინგლისურ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით ტოვებს.