მადრიდის რეალმა ესპანეთის ნაკრების და ბორნმუთის ცენტრალური მცველის, დინ ჰაუსენის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.
20 წლის მცველმა კლუბთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, რეალს მისი ტრანსფერი 58 მილიონი ევრო დაუჯდა.
Marca-ს ინფორმაციით, რეალს სამეფო კლუბში 4-ნომრიანი მაისურით სურს თამაში, რადგან ამ ნომრით მისი ბავშვობის კუმირი და რეალის ლეგენდარული კაპიტანი, სერხიო რამოსი თამაშობდა.
თუმცა, ამ ეტაპზე მისთვის ეს ნომერი მიუწვდომელია, რადგან რეალში ის დავიდ ალაბას აქვს მითვისებული, რომელსაც კლუბთან კიდევ 1-წლიანი კონტრაქტი აკავშირებს.