კარლო ანჩელოტიმ ბარსელონას მიერ ლა ლიგის მოგებას დამსახურებული უწოდა.
ჰანსი ფლიკის გუნდმა საჩემპიონო ტიტული პრიმერა დივიზიონის დასრულებამდე ორი ტურით ადრე გაინაღდა.
„ფეხბურთის ნაწილია ისიც, როცა გუნდი თითოეული ფეხბურთელისგან მაქსიმუმს ვერ იღებს. თუმცა, ბარსელონამ წელს ეს მოახერხა.
მათ ჩემპიონობა დიდებული თამაშით დაიმსახურეს. თუმცა, მომდევნო სეზონი განსხვავებული იქნება." - აღნიშნა ანჩელოტიმ.