სერხიო რამოსმა დეან ჰაუსენს მადრიდის რეალში გადასვლა მიულოცა.
დღეს სამეფო კლუბმა 20 წლის ცენტრალური მცველის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.
„ყველაფერი საუკეთესო, ძმაო. აბა შენ იცი", - წერს სოციალურ ქსელში ვეტერანი ესპანელი მცველი.
დეან ჰაუსენი არასდროს არ მალავდა, რომ მისი საფეხბურთო კუმირი სერხიო რამოსია, რომელსაც ის ყველა დროის საუკეთესო მცველადაც ასახელებს.
