ბარსელონას ფეხბურთელებმა თანაგუნდელი ფერან ტორესი გაამხნევეს.
15 მაისს ჰანსი ფლიკის გუნდმა ესპანიოლი 2:0 დაამარცხა და ლა ლიგის ჩემპიონი ოფიციალურად გახდა.
მეორე დღეს, 16 მაისს კი კატალონიელებმა მშობლიურ ქალაქში საჩემპიონო აღლუმი გამართეს, რომელიც ფერან ტორესმა აპენდიციტის ოპერაციის გამო გამოტოვა, რადგან საავადმყოფოში იმყოფებოდა.
El Pais-ის ინფორმაციით, საჩემპიონო აღლუმის შემდეგ, ბარსელონას ოთხმა ფეხბურთელმა - დანი ოლმომ, ინიგო მარტინესმა, ერიკ გარსიამ და პედრიმ, თანაგუნდელს საავადმყოფოში ველოსიპედებით მიაკითხეს.