ესპანიოლის მწვრთნელმა, მანოლო გონსალესმა, ბარსელონას ფეხბურთელებს თეატრალობაში დასდო ბრალი.
გუშინ ესპანიოლი კატალონიურ დერბიში ბარსასთან 0:2 დამარცხდა, რის შედეგადაც ბარსელონა ლა ლიგის ჩემპიონი ოფიციალურად გახდა.
მატჩის 79-ე წუთზე ესპანიოლის მცველი ლეანდრო კაბრერა მოედნიდან იმის გამო გააძევეს, რომ მან ბურთის დაფარვის მცდელობისას ლამინ იამალს ხელი მუცელში მოარტყა.
„ლოგიკური იქნებოდა ყვითელი ბარათის მიცემა. ლამინ იამალს ხელი მართლაც მოხვდა, მაგრამ ძალიან უნდა ეცადო, რომ ასეთი დარტყმის შემდეგ დაეცე.
დიაგონალის მეორე მხარეს თეატრში კარგად ერკვევიან - დაცემინებაზეც კი ვარდებიან. ეს არ ყოფილა ისეთი დარტყმა, რომლის შემდეგაც ფეხბურთელი ძირს უნდა დაცემულიყო." - აღნიშნა მანოლო გონსალესმა.
პროსპექტი დიაგონალი - ბარსელონას ერთ-ერთი მთავარი ქუჩაა, რომელიც ქალაქს დიაგონალურად ჰყოფს.