ესპანური Relevo-ს ინფორმაციით, ვალენსია განიხილავს ნეტფლიქსის წინააღმდეგ საჩივარი შეიტანოს ვინისიუს ჟუნიორის დოკუმენტურ ფილმთან დაკავშირებით.
ფილმში, რომლის პრემიერაც ესპანეთში ამ კვირაში შედგა, გადმოცემულია ვინისიუს ჟუნიორის კარიერის მომენტები, მათ შორის 2023 წლის მაისში მესტალიაზე გამართული კონტროვერსიული მატჩი.
აღნიშნულ შეხვედრაში ბრაზილიელმა შემტევმა ვალენსიას გულშემატკივრების მხრიდან რასისტულ შეძახილებზე მიუთითა.
ესპანურ კლუბს მიაჩნია, რომ ფილმში მანიპულაციური კადრია, სადაც ვალენსიას გულშემატკივრები სიტყვა "tonto"-ს (იდიოტი) სკანდირებენ, სუბტიტრებში კი სიტყვა "mono" (მაიმუნი) არის ნახსენები.
ღამურები მიიჩნევენ, რომ ფილმის ეს მონაკვეთი არ ასახავს რეალობას და კლუბის იმიჯს სერიოზულად აზიანებს.