ჟოან ლაპორტამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ჰანსი ფლიკი ბარსელონასთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს.
მოქმედი ხელშეკრულება გერმანელს 2026 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, თუმცა ის ერთი წლით გახანგრძლივდება.
„ჰანსის მუშაობით ძალიან კმაყოფილები ვართ. მან სიტუაცია შემოატრიალა და გუნდური სულისკვეთება დააბრუნა. დეკუ დეტალებს ბოლომდე მიიყვანს და სულ მალე ოფიციალურადაც დავადასტურებთ.
მას გუნდის წარმატებების დიდ პროცენტს ვაწერ. ჰანსის აქვს სკამარისი სიმკაცრე, დისციპლინა, ფსიქოლოგიური მდგრადობა... მან ყველას აგრძნობინა თავისი მნიშვნელობა.
ის გუნდში ძალიან კმაყოფილია, სიამოვნებას იღებს, მოხიბლულია პროექტით და გვითხრა, რომ კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდი აქვს." - აღნიშნა ლაპორტამ.