მოჰამედ სალაჰმა გარი ნევილთან ინტერვიუში ტრენტ ალექსანდერ-არნოლდსა და გულშემატკივრების მის მიმართ დამოკიდებულებაზე ისაუბრა.
"ვფიქრობ, გულშემატკივრები მის მიმართ მკაცრები იყვნენ და სტვენას არ იმსახურებდა, ის ქომაგებიგან საუკეთესოდ მოქცევას იმსახურებს, რადგან მან მათ ყველაფერი მისცა.
მის მიმართ სტვენა გამიკვირდა, რადგან ლივერპულის გულშემატკივრები ასე არ ვიქცევით. ჩვენ ასე არ უნდა მოვექცეთ მათ, ვინც ხალხს აფასებს და ვინც თუნდაც 6 თვით არის აქ მოსული.
წარმოიდგინეთ, ტრენტმა აქ გატარებული 20 წლის განმავლობაში თავისი მაქსიმუმი გაიღო. ასე არ უნდა მომხდარიყო. იმედია, ეს მიდგომა შემდეგ თამაშში, ბრაიტონის წინააღმდეგ ან სეზონის ბოლო მატჩში შეიცვლება, რადგან ის შესაბამის გაცილებას იმსახურებს.
მე მას ვუთხარი, რომ წასვლისას თვალებში არ შემომხედოს. ის ძალიან მიყვარს და ვფიქრობ, კლუბიდან საუკეთესო გაცილებას იმსახურებს. მან ქალაქისთვის და კლუბისთვის ბევრი რამ გააკეთა და შესაძლოა ის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა კლუბის ისტორიაში, მან ყველაფერი გაიღო.
ვფიქრობ, მას ახალი გამოწვევა სჭირდებოდა. ის ამაზე მესაუბრა. ტრენტი 26 წლისაა და ყველაფერი 2-3-ჯერ მოიგო. მეტი რა უნდა გაეკეთებინა? მას უბრალოდ წასვლა, ცვლილება და ახალი გამოწვევა სჭირდება." - განაცხადა ეგვიპტელმა.
შეგახსენებთ, რომ ინგლისელმა მარჯვენა მცველმა სეზონის ბოლოს ლივერპულიდან წასვლა ოფიციალურად დაადასტურა. ტრენტი რეალს შეუთანხმდა და კარიერას თავისუფალი აგენტის სტატუსით მადრიდულ კლუბში გააგრძელებს.