ინგლისის პრემიერ ლიგის 37-ე ტურში ჩელსიმ სტემფორდ ბრიჯზე მანჩესტერ იუნაიტედი მიიღო.
მატჩის ბედი ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა. 71-ე წუთზე რის ჯეიმსის საჯარიმოში ჩაწოდების შემდეგ ანდრე ონანას კარი თავური დარტყმით მარკ კუკურეიამ აიღო.
ჩელსიმ იუნაიტედი 1-0 დაამარცხა და უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოიპოვა. მარესკას გუნდს 66 ქულა დაუგროვდა და სატურნირო ცხრილში ამ მომენტში მე-4 ადგილზეა.
ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოსახვედრად დიდი ბრძოლაა გამართული. ამ მონაცემებით ცხრილში სიტუაცია ასეთია:
2. არსენალი - 68 ქულა
3. ნიუკასლი - 66 ქულა
4. ჩელსი - 66 ქულა
5. ასტონ ვილა - 66 ქულა
6. მან. სიტი - 65 ქულა
მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე თამაში მხოლოდ ჩემპიონ ლივერპულს აქვს განაღდებული. პრემიერ ლიგიდან ლიგის ფაზაში 5 გუნდი გავა.
71' კუკურელია 1-0