პრემიერ ლიგამ სეზონის საუკეთესო მწვრთნელის ჯილდოს ნომინანტები დაასახელა.
გამარჯვებული გულშემატკივრების და ექსპერტების ხმის მიცემის შედეგად გამოვლინდება. გამოკითხვა პრემიერ ლიგის ოფიციალურ ვებ-გვერდზე 19 მაისამდე გაგრძელდება.
თომას ფრანკი (ბრენტფორდი) - 36 მატჩი, 16 გამარჯვება, 7 ფრე, 13 მარცხი, 63 გატანილი გოლი და 53 გაშვებული
ედი ჰაუ (ნიუკასლი) - 36 მატჩი, 20 გამარჯვება, 6 ფრე, 10 მარცხი, 68 გატანილი გლი და 45 გაშვებული
ნუნო ეშპირიტუ სანტუ (ნოტინგემ ფორესტი) - 36 მატჩი, 18 გამარჯვება, 8 ფრე, 10 მარცხი, 56 გატანილი გოლი და 44 გაშვებული
ვიტორ პერეირა (ვულვზი) - 20 მატჩი, 10 გამარჯვება, 2 ფრე, 8 მარცხი, 27 გატანილი გოლი და 24 გაშვებული
არნე სლოტი (ლივერპული) - 36 მატჩი, 25 გამარჯვება, 8 ფრე, 3 მარცხი, 83 გატანილი გოლი და 37 გაშვებული.