რუბენ ამორიმმა თავისი ქმედებებისადმი რწმენას გაუსვა ხაზი.
პრემიერ ლიგის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე მანჩესტერ იუნაიტედი მე-16 ადგილს იკავებს და ისტორიაში პირველად, სეზონს ჩემპიონატში ზედიზედ მოპოვებული გამარჯვებების გარეშე ჩაამთავრებს.
„ჯერ ეს სეზონი უნდა ჩავამთავროთ. თითოეულ სეზონს თავისი ისტორია აქვს და პრემიერ ლიგას განსხვავებული შემთხვევები ახსოვს.
ბლექბერნი თითქმის გავარდა, შემდეგ კი ჩემპიონი გახდა. ლესტერი თითქმის გავარდა, შემდეგ ჩემპიონი გახდა. ნოტინგემი გასულ სეზონში გადარჩენისთვის იბრძოდა, წელს კი ჩემპიონთა ლიგაზე აცხადებს პრეტენზიას.
კონტექსტი სრულიად განსხვავებული არსებობს. ხალხი ვერ ხვდება, რამდენად იცვლება ყველაფერი ჩვენს ბაზაზე, კლუბში, რამდენი რაღაც ხდება ერთდროულად. მოდით, ჯერ ეს სეზონი ჩავამთავროთ, შემდეგ კი ვნახოთ, რა მოხდება.
ბევრ კარგ რაღაცას ვხედავ და ვიცი, რა უნდა გავაკეთო. კლუბის ხელმძღვანელობა ყველაფერს აკეთებს. ზოგჯერ ეს ცოტა არაპოპულარული ნაბიჯებია, მაგრამ ჩვენ ვიცით, რასაც ვაკეთებთ.
ეს სეზონი რთული გამოვიდა, მაგრამ მოდით, ჯერ დავასრულოთ ის." - აღნიშნა ამორიმმა.