დღეს, სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავაში ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატის ფინალი გაიმართება, სადაც ერთმანეთს ინგლისისა და გერმანიის ნაკრებები დაუპირისპირდებიან.
ეს ამ ჩემპიონატზე გუნდების პირველი შეხვედრა არ იქნება. მათი თამაში ჯგუფურ ეტაპზეც ვიხილეთ, სადაც გერმანელებმა 2-1 იმარჯვეს.
გერმანიამ ჯგუფში სამივე შეხვედრა (სლოვენია, ჩეხეთი, ინგლისი) მოიგო და 9 ქულით პირველ ადგილზე გავიდა, ინგლისმა კი ჩეხეთთან მოგებითა და სლოვენიასთან მოპოვებული 1 ქულით მეორე ადგილი დაიკავა.
ინგლისელებმა პლეიოფში ესპანეთი (3-1) და ნიდერლანდები (2-1) დაამარცხეს, გერმანელებმა კი დანიასა (3-2) და საფრანგეთს (3-0) სძლიეს.
ჩემპიონატის გამორჩეული მოთამაშეები სწორედ ამ გუნდის ფეხბურთელები არიან.
გათამაშების ბომბარდირი გერმანიის ნაკრების თავდამსხმელი ნიკ ვოლტემადეა, რომლის ანგარიშზეც 6 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა. ბომბარდირთა დავაში მე-2 ადგილზე კი ჰარვი ელიოტია 4 გოლით.
სავარაუდო შემადგენლობები
ინგლისი - ბიდლი; ჰინშელვუდი, ქუანსა, კრისუელი, ლივრამენტო; სკოტი, ანდერსონი; ჰატჩინსონი, მაკატი, ელიოტი; სტენსფილდი
გერმანია - ატუბოლუ; კოლინსი, ოერმანი, არი-მბი, ბრაუნი; ნებელი, მარტელი, რაიცი; კნაუფი, ვოლტემადე, ვაიპერი
მატჩი 23:00 საათზე დაიწყება.