ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატზე ჩემპიონის ვინაობა გაირკვა.
ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს ინგლისის და გერმანიის ასაკობრივი ნაკრებები დაუპირისპირდნენ და გამარჯვება ინგლისელებს დარჩათ - ლი კარსლის გუნდმა 3:2 იმარჯვა.
ელიოტის და ჰატჩინსონის გოლებით ინგლისი 2:0-ს იგებდა, თუმცა ვეიპერის და ნებელის დახმარებით გერმანიამ ანგარიში გაათანაბრა.
საბოლოოდ საქმე ექსტრა-ტაიმებში გადავიდა, სადაც ჯონათან როუმ შეძლო 92-ე წუთზე გამარჯვების გოლის გატანა და ინგლისს ზედიზედ მეორედ, ისტორიაში კი მეოთხედ მოუტანა ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონის ტიტული.
წინა გამარჯვება ინგლისის ასაკობრივ გუნდს 2023 წელს, ბათუმში აქვს მოპოვებული, როცა გუნდმა ფინალურ შეხვედრაში ესპანეთს 1:0 მოუგო.