ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატზე, რომელიც სლოვაკეთში იმართება, პირველი ნახევარფინალური წყვილი გაირკვა.
პორტუგალია, რომელიც საქართველოს ჯგუფში იყო, 1/4 ფინალში ნიდერლანდებთან 0-1 დამარცხდა.
21-ე წუთიდან ნარინჯისფრები კაცნაკლული იყვნენ და 31-ე წუთზე პორტუგალიელებმა, კერძოდ ჯოვანი კენდამ პენალტი ვერ გამოიყენეს.
84-ე წუთზე ერენესტ პოკუმ გამარჯვების გოლი გაიტანა და ნიდერლანდები მომდევნო ეტაპზე გავიდა, სადაც მისი მეტოქე ინგლისი იქნება.
ინგლისელებმა ესპანელებს 3-1 მოუგეს. სამი ლომის მხრიდან გოლები ჯეიმს მაკატიმ, ჰარვი ელიოტმა და ელიოტ ანდერსონმა გაიტანეს, ესპანელთა მხრიდან კი თავი ხავი გერამ (პენალტით) გამოიჩინა.
დანარჩენ ნახევარფინალისტებს ერთმანეთში დანია-საფრანგეთი (20:00) და გერმანია-იტალია (23:00) გაარკვევენ.