მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ინგლისის ნაკრებმა სტუმრად სერბეთი გაანადგურა.
შეხვედრა ბელგრადში გაიმართა და თომას ტუხელის გუნდის გამარჯვებით 5:0 დასრულდა.
ინგლისის ნაკრების რიგებში თავი ხუთმა სხვადასხვა ფეხბურთელმა გამოიჩინა - გოლების გატანა ჰარი კეინმა, ნონი მადუეკემ, ეზრი კონსამ, მარკ გეჰიმ და მარკუს რაშფორდმა (პენალტით) მოახერხეს.
72-ე წუთზე, როცა ანგარიში უკვე 0:3 იყო, სერბმა მცველმა ნიკოლა მილენკოვიჩმა პირდაპირი წითელი ბარათი მიიღო და თავისი გუნდი ბოლო 20 წუთით 10 კაცით დატოვა.
ინგლისმა საკვალიფიკაციო ეტაპზე 5-დან 5 გამარჯვება მოიპოვა და 15 ქულით ჯგუფს ერთპიროვნულად უდგას სათავეში, მეორე ადგილზე ალბანეთია, რომელსაც ამავე 5 მატჩში 8 ქულა აქვს აღებული.