მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში ნორვეგიამ მოლდოვას 11:1 მოუგო.
შეხვედრა ოსლოში გაიმართა და მასპინძელთა გამანადგურებელი გამარჯვებით დასრულდა.
ნორვეგიელთა რიგებში 5 გოლით გამოიჩინა თავი ერლინგ ჰალანდმა, რომელმაც ამ პენტა-ტრიკს, ორი საგოლე გადაცემაც მიუმატა.
პოკერი მიითვალა რეინჯერსის შემტევმა თელო ასგარდმა, თითო გოლი კი მიჰრემ და მარტინ ოდეგორმა შეაგდეს.
ოდეგორმა გოლის გარდა ორი საგოლე პასიც მიითვალა.
ნორვეგია ჯგუფში უდანაკარგო სვლას აგრძელებს და 15 ქულით უპირობო ლიდერია, მოლდოვას კი 5 მატჩის შემდეგ არცერთი ქულა არ აქვს მოპოვებული.